რეგულარული დასუფთავება
რეგულარული დასუფთავება ხორციელდება დამკვეთთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით საოფისე და კომერციულ
ფართებში, ასევე ბინებსა და აგარაკებზე. პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდი დაალაგებს
და დაასუფთავებს თქვენს მიერ მითითებულ ობიექტს უმაღლესი ხარისხის სითხეებით, ხსნარებით
და ჰიგიენური საშუალებებით, რაც ბოლომდე უზრუნველყოფს სისუფთავეს. თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენ მოგამარაგებთ ჰიგიენური პროდუქციით.
გენერალური დასუფთავება
გენერალური დასუფთავება ხორციელდება ერთჯერადად საოფისე და კომერციულ ფართებში, ასევე ბინებსა და აგარაკებზე. იგი მოიცავს იატაკების, სველი წერტილების, სამზარეულოს ზედაპირების, კედლების, ფანჯრების,
ჭერის და სხვა ზედაპირების დასუფთავებას. დალაგება-დასუფთავების პროცესში ჩვენი თანამშრომლები
იყენებენ უმაღლესი ხარისხის სითხეებს, ხსნარებს და ჰიგიენური საშუალებებს.
კომპლექსური დასუფთავება
კომპლექსური დასუფთავება ხშირ შემთხვევაში დამკვეთის სურვილზეა დამოკიდებული. არსებობს დამატებითი მოთხოვნები დალაგება-დასუფთავებასთან
დაკავშირებით, რაც შეიძლება მოიცავდეს ავეჯის თაროების, წიგნის თაროების, ჭურჭლის,
საკუჭნაოების, სხვა სათავსოებისა და ფართების დასუფთავებას და ა.შ.
მაქსიმალური ეფექტის
მისაღწევად დამკვეთთან შეთანხმებით დგება დასუფთავების ინდივიდუალური გეგმა.
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარე დასუფთავება
სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოების მიმდინარე დასუფთავება ხშირ შემთხვევაში საჭიროა სამუშაოების მიმდინარეობისას. ჩვენ გთავაზობთ ობიექტის დალაგება-დასუფთავებას და სამშენებლო ნარჩენების გატანას.
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემდგომი დასუფთავება
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემდგომი დასუფთავება მოიცავს ობიექტის სრულ გაწმენდა-დასუფთავებას სამშენებლო ნაგვისგან, წებოს და საღებავის ლაქებისგან. უმაღლესი ხარისხის ჰიგიენური საშუალებებით დამუშავდება სველი წერტილები, ფანჯრები, იატაკი, პლინტუსები, კარნიზები, აივნები, ავეჯი და სხვა.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დასუფთავება
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების დასუფთავება შედარებით ახალი სერვისია, მზარდი მოთხოვნით. სადარბაზოს მაცხოვრებელთა სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ თითოეული სართულის, კიბის უჯრედის, მოაჯირების, ლიფტების დასუფთავებას. მომსახურება შეიძლება იყოს, როგორც ერთჯერადი, ასევე რეგულარული.
შენობის ფასადების რეცხვა/წმენდა
შენობის ფასადების და მინების რეცხვა/წმენდა და მოწესრიგება ჩვენი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ფასადების გაწმენდისას გამოიყენება, როგორც პროფესიონალური ინვენტარი, ისე ხელით დამუშავებისთვის საჭირო ხელსაწყოები. მინების რეცხვა და წმენდა ხორციელდება მაღალი ხარისხის ხსნარებით და საწმენდებით. გთავაზობთ როგორც რეგულარულ, ასევე რემონტის შემდგომ მომსახურებას.